ჩვენი გუნდი

მე მსურს უფრო მეტი ახალგაზრდა ვიყოთ ჩართული, რათა ბევრი რესურსი მოხმარდეს ჩვენი მუნიციპალიტეტის უკეთეს მომავალს. მჯერა,რომ  კოლექტიურად უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია, ვიდრე ინდივიდუალურად.

მჰერ მელტონიან

ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრი
ჯგუფში ყოფნის ძირითად მიზანს ჩემთვის წარმოადგენს ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში, კერძოდ მათი დაინტერესებისა და გააქტიურების ფასილიტაცია და შესაბამის უწყებებთან შუამავლობა რათა მოხდეს ახალგაზრდების ხედვების, მიზნებისა და საჭიროებების გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

თეონა ზურაბაშვილი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში [email protected]
ჩემთვის მნიშვნელოვანი შეიცვალოს ჩვენი მენტალიტეტი და მეტი ახალგაზრდა, განსაკუთრებით ქალები ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობებში. ქალებს, აქვთ თავიანთი ადგილი ბიზნესში. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ვიყო ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) თავმჯდომარე, მაგრამ მე მჯერა, რომ ერთობლივად შევძლებთ საინტერესო პროექტების განხორციელებას ახალქალქალაქის განვითარებისთვის.

ანუშ გილოიანი

ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის თავმჯდომარე
აუცილებელია ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა. მე, როგორც ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრი ყოველთვის მხარს დავუჭერ ეკოლოგიურ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებს

აპეტნაკ ზანდარიან

გამგეობის წევრი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი [email protected]
ჯგუფის ყველა წევრი ლიდერია თავის საქმიანობაში და მე მჯერა, ერთობლივად შევძლებთ ახალქალაქის განვითარებაში ჩვენი წვლილის შეტანას. მე, პირადად, ვარ ასოციაცია “ახალქალაქის კარტოფილის” თავმჯდომარე და მინდა, ეს სექტორი წარმატებული და სამაგალითო იყოს.

მახარე მაცუკატოვ

ასოციაცია „ახალქალაქის კარტოფილის“ თავმჯდომარე [email protected]
ახალქალაქი ტურისტულ ზონად მინდა იქცეს, ბევრი ტურისტი უნდა ჩამოვიდეს. ეს თავისთავად შეუწყობს ხელს სამუშაო ადგილების შექმნას. ტურიზმის განვითარება კი ინფრასტრუქტურის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

ნაირი ირიციან

ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე [email protected]
მე მასწავლებელი ვარ და ყველა ინიციატივას დავუჭერ მხარს, რაც დაკავშირებული იქნება მათ მოსწავლეების საგანმანათლებლო თუ სპორტულ აქტივობებთან, სოციალურ პროექტებთან, რომელიც სოფლად ცხოვრების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ხათუნა ველიჯანაშვილი

მასწავლებელი, კოტელიას საჯარო სკოლა [email protected]
მნიშვნელოვანია ქალების ჩართულობა სხვადასხვა ღონისძიებაში, ეკოლოგიური პროექტების მხარდაჭერა და სპორტული კომპლექსების მოწყობა.

შოღიკ რაისიან

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების განყოფილების უფროსი [email protected]
სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარებაა საჭირო. მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის ხელშეწყობა, რათა მოხდეს ამა თუ იმ კულტურის მოსაყვანად ახალი ტექნოლოგიების გამოყენება.

კიმიკ იუზბაშიან

გამგეობის წევრი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი [email protected]
მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების განათლების/ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებზე, უნდა მოეწყოს სხვადასხვა ტიპის გასვლები დაცულ ტერიტორიებზე. ჯავახეთს ეკო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, შესაბამისად, ტურიზმის განვითარების ყველა პროექტს დავუჭერ მხარს.

თამაზ კარაპეტიან

ჯავახეთის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაცია, დირექტორი [email protected]
ახალგაზრდების გააქტიურება სპორტული აქტივობებით, ბანაკებით და მათთვის საინტერესო ღონისძიებებით უმნიშვნელოვანესია.

ტერეზა ჩივჩიან

ახალქალაქის რესურსცენტრის დირექტორი [email protected]
რაც შეიძლება მეტი ქალი უნდა გააქტიურდეს. ეს გამოიხატება ცოდნის ამაღლებასა თუ პროექტების შემოტანაში. წარმატებული ქალი, ნაწილობრივ, განაპირობებს თემის და ოჯახის სიძლიერეს.

 

დალი აღდგომელაძე

GFSIS-ის კოორდინატორი [email protected]
მე მინდა, რაც შეიძლება მეტი ქალი ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობაში და მივიღოთ მეტი წინადადება/ინიციატივა ქალების მხრიდან. ჩემი ხმა და იდეები დაეხმარება ჩემი გუნდის წევრებს მუნიციპალიტეტსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებაში.

შუშანა შირინიან

jnews.ge-ის ჟურნალისტი [email protected]
ახალგაზრდები ცდილობენ სოფლები დატოვონ. მე მხარს დავუჭერ მათთვის  საგანმანათლებლო თუ სპორტული აქტივობების დაგეგმვის ყველა ახალ ინიციატივას, რათა მათ სოფლად დარჩენის მეტი მოტივაცია მივცეთ

სურიკ კარაპეტიან

ფერმერი, მეცხოველეობა
მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ხელშეწყობა, ვინაიდან სწორედ მათი დახმარებით იქმნება სამუშაო ადგილები. ასევე, ხელი უნდა შევუწყოთ ქალების მაქსიმალურად გააქტიურებას.

 

მაქსიმ გილოიან

დირექტორი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი
სოფლის მეურნეობა მუნიციპალიტეტის წამყვანი დარგია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ წარმოებული პროდუქციის ხარისხის ამაღლებაზე. ბევრი ტრენინგი და სწავლებაა საჭირო, რათა ჩვენი წარმოებული პროდუქცია გაუმჯობესებული გზით მივაწოდოთ მომხმარებელს.

ჰოვიკ მურადიან

კარტოფილის წარმოება [email protected]
ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, თუმცა ეს არ გამორიცხავს სხვადასხვა სოციალური პროექტის და იდეის წინ წამოწევას. განსაკუთრებით მივესალმები ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვასა და ქალების ჩართულობას.

მეკერტიჩ მგდესიან

[email protected]
მე მასწავლებელი ვარ და ამავდროულად ფერმერი. სოფლის განვითარების პროექტების მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისთვის სპორტული კომპლექსების მოწყობას, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ტურიზმს.

ჰოვიკ გილოიანი

ისტორიის მასწავლებელი, ალავერდის საჯარო სკოლა [email protected]
საჭიროა ალტერნატიული ენერგიის გამოყენების მაქსიმალურად დანერგვა და ათვისება. ასევე, ამ თემებზე მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას, უნდა შევუწყოთ ხელი ტურიზმის განვითარებას, საოჯახო სასტუმროების მხარდაჭერას.

ენოკ ბაბაჯანიან

[email protected]
ახალგაზრდების ჩართვა სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში უმნიშვნელოვანესია, მე, მინდა საგანმანათლებლო-გასართობი ბანაკები და ახალაგაზრდებისთვის სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები დაიგეგმოს

ვალერა სტელმაშევ

ახალქალაქის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ტურიზმის განვითარების და გენდერული პოლიტიკის სამსახურის უფროსი [email protected]
ჩემი ოჯახი, ტრადიციულად, მეფუტკრეები არიან. მინდა, ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის თაფლი სურსათის უვნებლობის ყველა სტანდარტის დაცვით. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მივცეთ მოტივაცია, ჩაერთოს ამ სექტორში. ჩემი მიზანია, ახალქალაქის თაფლი გახდეს ბრენდი ქართულ ბაზარზე.

არუთიუნ აკოპიან

ასოციაცია “ჯავახეთის ყვავილის” წარმომადგენელი [email protected]
ვფიქრობ, განათლების სფეროსთან დაკავშირებით მეტი ინიციატივა უნდა გვქონდეს. განათლება ეკონომიკური წინსვლის გარანტია. ასევე, მნიშვნელოვანია ტურიზმისა და ეკოლოგიური საკითხების წინ წამოწევა.

მიხაილ კოლიკიდი

სამოქალქო ფორუმი “ჯავახეთი”-ს თანათავმჯდომარე, სათემო ორგანიზაცია PATRIDA-ის თავმჯდომარე [email protected]
1972 წლიდან ექიმი ვარ. მინდა, გაუმჯობესდეს სამედიცინო პუნქტების მდგომარეობა, აღიჭურვოს უკეთესი ინვენტარით, გაიხსნას ბაქტერიულ-ქიმიური და საინფექციო განყოფილებები, რათა მოსახლეობას არ მოუწიოს სხვა ქალაქებში წასვლა და თვითმკურნალობა.

ავეტიკ ტონაკანიან

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი [email protected]
სოფლის მეურნეობა მუნიციპალიტეტის წამყვანი დარგია. ამიტომ მნიშვნელოვანია მეტი ინოვაციური მიდგომა და ახალი ტექნიკით აღჭურვა, რათა შევძლოთ ქვეყნისთვის საჭირო დოვლათის შექმნა.

რამაზ გოგოლაძე

სოფლის მეურნეობის ახალქალაქის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი [email protected]
მიუხედავად ჩემი აქტიური საქმიანობისა სოფლის მეურნეობაში, ამ შემთხვევაში, ჩემი მიზანია, ახალგაზრდებისთვის სპორტული კომპლექსის გახსნა და ზამთარში მათთვის უფრო მეტი აქტივობის შექმნა, რათა ახალქალაქში დარჩენის და საკუთარი რესურსის მუნიციპალიტეტისთვის დახარჯვის სურვილი ჰქონდეთ.

ეგიზარ აგაჯანიან

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ “ხუთი ვარსკვლავის” თავმჯდომარე
ეკოლოგიური საკითხების და ნარჩენების მართვის შესახებ განათლებისა და შემეცნების ამაღლება მოსახლეობაში უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამას ემსახურება ჩემი ყოფნა ახალქალაქის განვითარების ჯგუფში.

ბარგევ იორდანიან

სანდასუფთავების სამსახურის უფროსი [email protected]
ჩვენთვის, მნიშვნელოვანია კულტურული ღონისძიებების ჩატარებას და დაგეგმვას შევუწყოთ ხელი. გარდა ამისა, სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელებაში ჩავერთვები აქტიურად.

გრაჩია მოვსესიან

ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატი [email protected]
სოფლის მეურნეობა ახალქალაქისთვის წამყვანი სექტორია, ამიტომ ვფიქრობ, ყველა პროექტის განხორციელება ამ მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი.

რაზმიკ მანუკიან

ფერმერი
კერძო სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. მე, პირადად ხელს შევუწყობ და მხარს დავუჭერ ყველა წინადადებას რაც დაკავშირებული იქნება სურსათის უვნებლობის შესაბამისი პროდუქციის წარმოებასთან.

რაფაელ კაროიან

რძის გადამამუშავებელი საწარმოს მენეჯერი [email protected]
პირველ რიგში მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ განათლებასა და ცნობიერების ამაღლებას ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის ჯავახეთში არსებულ ისტორიულ ძეგლებსა თუ მუზეუმებზე.

ნინო მურცხვალაძე

აიპ ახალქალაქის და კუმურდოს ეპარქიის მუზეუმის დირექტორი [email protected]