მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ENPARD საქართველოს პროგრამის ფარგლებში, ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) პარტნიორობით, ახორციელებს პროექტს “განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სასოფლო თემებში“.
პროექტის ფარგლებში, განახლებადი ენერგიის პოპულარიზების და გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაგეგმილია მოკლე ტრენინგ კურსების ჩატარება - გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვის და სოფლად განახლებადი ენერგიის ალტერნატივების გამოყენების მიმართულებით. აგრეთვე, გამოცხადდება საგრანტო კონკურსი მცირე ზომის ელექტრო სადგურების - მზის ფოტოელექტრული სისტემების განსათავსებელად. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება მაქსიმუმ 20 გამარჯვებული, სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან მოწყვლადი მარტოხელა დედების/მამების ან/და მრავალშვილიანი ოჯახები / შინამეურნეობები, რომლებსაც დაუმონტაჟებენ მცირე ზომის, მზის ფოტოელექტრული სისტემის ელექტრო სადგურებს.
განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ მხოლოდ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოწყვლად და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტეტიუმებს:
ოჯახის ყველა წევრი მუდმივად ცხოვრობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში
არის მრავალშვილიანი ოჯახი, რომლებსაც ჰყავთ მინიმუმ 3 ან მეტი 16 წლამდე ასაკის ბავშვი
არის მარტოხელა დედა ან მამა
ღებულობს სახელმწიფო ან მუნიციპალურ დახმარებას
აქვს საკმარისი ფართი საკუთარ საკარმიდამო ტერიტორიაზე მზის პანელების დასამონტაჟებლად
ოჯახის ერთ-ერთ წევრზე რეგისტრირებულია ელექტრო ენერგიის მრიცხველი
საგრანტო კონკურსი დაიწყება 2022 წლის 10 ივნისს და დასრულდება 17 ივლისს 18:00 საათზე.
საგრანტო განაცხადის შევსება უნდა მოხდეს ქართულ ენაზე და წარმოდგენილ იქნას მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად შემდეგი წესით:
ფიზიკურად შევსებული და წარმოდგენილი შემდეგ მისამართზე: ახალქალაქი, გუსან ჰავასის 2, ან
ელექტრონულად შევსებული და გამოგზავნილი შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: applications@akhalkalakilag.ge, ან
ელექტრონულ ფორმაში შევსებული შემდეგ ონლაინ მისამართზე: https://forms.gle/izb1YmtuWrBhMJ238
განაცხადის ფორმის ჩამოსატვირთად ეწვიეთ შემდეგი ბმულს: bit.ly/3O2WjpO
განაცხადთან დაკავშირებული ინფორმაცია, კონკურსის პირობებისა და მოთხოვნების ჩათვლით ხელმისაწვდომია საგრანტო სახელმძღვანელოში, შემდეგ ბმულზე: bit.ly/3QgbGwK
განაცხადის ფორმის და საგრანტო სახელმძღვანელოს ბეჭდური ვერსიის მისაღებად მიმართეთ ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ოფისს. მისამართი: ახალქალაქი, გუსან ჰავასი 2.
შევსებულ განაცხადის ფორმასთან ერთად, განმცხადებელს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
ინფორმაცია ელექტროენერგიის აბონენტის შესახებ (ცნობა ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი)
16 წლამდე ასაკის ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები ან დაბადების მოწმობები
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების ფლობის შესახებ
ცნობა სოციალური დახმარების მიღების შესახებ (არსებობის შემთხვევაში)

პროექტის შესახებ
კონტაქტი
მისამართი: გუსან ჰავასის ქ. #2, 0700 ახალქალაქი, საქართველო.
სამუშაო საათები: ორშ-პარას. 09:00 - 18:00
ელ.ფოსტა: info@akhalkalakilag.ge

საკონტაქტო პირები
სერგეი ხაჩატრიან– ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) თავმჯდომარე
ტელ.: +995 599199746
ტელ.: +995 599199746
პარტნიორები
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი 1994 წელს შეიქმნა. ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი USDA-ს მიერ დაფინანსებული პროგრამის მემკვიდრეა, რომელიც 2003 წლის ივნისში დაიწყო, და რომელსაც GIPA 2005 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს.
დეპარტამენტის მიზანია, სოფლის განვითარების და საქართველოს სოფლის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რეგიონებში თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა, განათლების დონის ამაღლება, არსებული შესაძლებლობების გაზრდა, ინსტიტუციური განვითარება, კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის მდგრადი სოციო-ეკონომიკური პირობების შექმნა, სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის სწორი მმართველობისა და პოლიტიკის შემუშავება.
დეპარტამენტის საქმიანობა მოიცავს შემდეგ სფეროებს: სოფლის მეურნეობა, ვეტერინარია, ცხოველთა ჯანმრთელობა, სურსათის უვნებლობა, სოფლის მეურნეობის სტატისტიკა, აგრობიზნესი, პროფესიული განათლება და სოფლის ეკონომიკური მდგომარეობა.

"მერსი ქორპსი" წარმოადგენს საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 1979 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ მერსი ქორპსმა დახმარების ხელი გაუწოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს გადარჩენისა და შემდგომი განვითარების მიზნით. ეს არის ჩვენი მიდგომის არსი: ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს კრიზისის შესაძლებლობად გადაქცევაში.
ჩვენი მისია: გაჭირვების, სიღარიბის და ჩაგვრის შემცირება ადამიანებისთვის უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობაში დახმარების გზით. 2000 წლიდან "მერსი ქორპსი” მუშაობს საქართველოში. ქვეყანაში მოღვაწეობის მიზანს ორგანიზაციისთვის წარმოადგენს სტაბილური და დაცული თემების შექმნა რეგიონებში, რომლებზეც განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს სიღარიბე და კონფლიქტები.
"მერსი ქორპსი" ეხმარება ქართველ ფერმერებს ყველა ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით კომპლექსური მიდგომის გამოყენებაში ნაცვლად მათი აღქმისა ცალკე მდგომ და ერთმანეთთან დაუკავშირებელ პრობლემებად. მოსახლეობას და ფერმერებს აწვდის მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო ინფორმაციას, ატარებს ტრენინგებს და, ასევე, დახმარებას უწევს კავშირის დამყარებაში ბაზრებთან და მყიდველებთან.

West Cork Development Partnership (WCDP) აერთიანებს ირლანდიის სოფლების 36 ადგილობრივ კომპანიას, რომლებმაც LEADER მიდგომის დანერგვა 90-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო. კომპანიამ მხარი დაუჭირა სხვადასხვა ინიციატივას და მომსახურებას დასავლეთის კორკის რეგიონის განვითარებისთვის.
WCDP-ის მუშაობის მთავარი მიზანი იყო, მოსახლეობისთვის ეჩვენებინა იმ პროექტებისა და ინიციატივების, ასევე გარემოს დაცვისა და კულტურული აქტივობების მნიშვნელობა და ღირებულება, რომლებიც მხარს დაუჭერდა ადგილობრივი თემებისა და საწარმოების განვითარებას.
LEADER პრინციპების დანერგვას თან ახლდა კონსულტაციები მთელი რეგიონის მაშტაბით, რაც განხორციელდა სხვადასხვა მედია და საზოგადოებრივი ღონისძიებების საშუალებით. კონსულტაციების შედეგად, გამოვლინდა პრიორიტეტული ქმედებები, ინოვაციური გეგმები და იდეები, სტრატეგიები და მოსაზრებები, რაც საბოლოოდ აისახა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში.

ელვა საზოგადოებრივი ჩართულობა - საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას სოციალური სარგებლისთვის. ელვას გუნდი ქმნის ვებ და მობილურ პლატფორმებს მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველოში ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ახალგაზრდების გაძლიერება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს განვითარების ხელშეწყობით. ამ კუთხით, ორგანიზაციას უკვე განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი.