საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციის წევრებმა პორტუგალიაში სოფლის განვითარების ევროპული ასოციაციის კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
2018-10-122018 წლის 26-28 სექტემბერს, პორტუგალიის ქალაქ ევორაში, სოფლის განვითარების ევროპული ასოციაციის და ევროპული ლიდერ ასოციაციების მიერ ერთობლივად დაგეგმილი კონფერენცია “LEADER RELOADED” ჩატარდა.
კონფერენციამ თავი მოუყარა სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ 300-ზე მეტ მონაწილეს. შედგა დისკუსია თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების (CLLD) კონცეფციის, „ჭკვიანი სოფლების“ მნიშნელობის, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების უფრო ეფექტიანი თანამშრომლობის და სოფლის განვითარების სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციის წევრებმა ბორჯომის, ლაგოდეხის, ყაზბეგის, ახალქალაქის, ხულოს, ქედას, თეთრიწყაროსა და დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფებიდან. მათ მონაწილეობა მიიღეს სასწავლო ვიზიტებში, რომელსაც პორტუგალიის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა უმასპინძლეს.
კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა, ELARD-ის და Minha Terra Federation-ის პრეზიდენტმა, მარია ჯოაო ბოტელომ, რომელსაც მოჰყვა სხვა ორგანიზატორების მიერ სიტყვით გამოსვლა, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების მნიშვნელოვან როლზე და მათ მომავალზე.
კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს, გამოითქვა იმედი, რომ მომავალში მოხდება საქართველოს მეტად დაახლოება ევროკავშირთან და LEADER/CLLD მიდგომის გაძლიერება.
კონფერენცია იყო ძალიან საინტერესო და აქტიური. ეს იყო სწორი დრო და ადგილი GALAG– ის წევრებისთვის სამომავლო თანამშრომლობის დასამყარებლად.
საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაცია (GALAG) არის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებულ რვა ადგილობრივ განვითარების ჯგუფს ბორჯომის, ლაგოდეხის, ყაზბეგის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, ახალქალაქის, ქედას და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან.