ევროკავშირის მხარდაჭერილმა ბორჯომის განვითარების ჯგუფის წევრებმა გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

2018-10-12
5 და 6 ოქტომბერს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) ფარგლებში მხარდაჭერილმა ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებმა, “გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმში” მიიღეს მონაწილეობა. ფორუმში მსოფლიოს 15ზე მეტი ქვეყნიდან  300 დელეგატი მონაწილეობდა.

ფორუმის მიზანს საქართველოს პოტენციალისა და საინვესტიციო შესაძლებლობების წარდგენა, საქმიანი ადამიანების წრის გაფართოება, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება დაგამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

ფორუმის ფარგლებში ბორჯომის LAG-ის წევრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო დონის მომხსენებლებს, ტოპ–მენეჯერებს, მეწარმეებს, მრავალი წარმატებული ორგანიზაციის დამფუძნებლებსა დაპოტენციურ ინვესტორებს, მოესმინათ მათი რჩევები ბიზნესის სფეროსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე და ასევე დაემყარებინათ მათთან საქმიანი ურთიერთობები.

“გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი’’ წარმოადგენს, საქართველოსა და აზია–აფრიკის სავაჭრო–სამრეწველო პალატისა’’ და საქმიან ქალთა გაერთიანების’’ ყოველწლიურ ღონისძიებას, რომელიც უკვე მეორე წელია თბილისში იმართება და მასპინძლობს საქმიან ადამიანებსა და დელეგატებს, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის (ENPARD) საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთავარი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მხარდაჭერის გზით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს www.enpard.ge