ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქში სოფლის განვითარების პროექტი დაიწყო
2017-06-06სოფლის განვითარება საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. სოფლად სამუშაო ადგილების შექმნა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ეკონომიკის დივერსიფიკაციას უწყობს ხელს და ასევე ამცირებს სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებულებას.
ევროკავშირი (EU) ეხმარება საქართველოს სოფლად სიღარიბის დაძლევაში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამით (ENPARD). ეს მხარდაჭერა ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას და ადგილობრივი კერძო-საჯარო პარტნიორობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
19 აპრილს, ევროკავშირმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტი ოფიციალურად წარადგინა. პროექტს „სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში“ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი (GRDD/GIPA), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია, ქვემოდან-ზემოთ მიმართული, ინკლუზიური გადაწყვეტილებების დანერგვა, რომელიც ახალქალაქის თემებისა და ადგილობრივი ჯგუფების სრულ ჩართულობას ითვალისწინებს. განსაკუთრებული აქცენტი ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობაზე გაკეთდება.
ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი უკვე ახორციელებს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების კიდევ ხუთი ახალი პროექტი განხორციელდება, კერძოდ: ახალქალაქში, თეთრიწყაროში, დედოფლისწყაროში, ქედასა და ხულოში.
ახალქალაქში გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ეკატერინე ზვიადაძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ, გარემოსა და სოფლის განვითარების პროგრამის მენეჯერმა, ალვარო ორტეგა აპარიციომ, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის GRDD-ს ხელმძღვანელმა, ნანა ქაშაკაშვილმა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა.
აღნიშნულ ღონისძიებას ევროკავშირის დელეგაციის წევრები, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დაესწრნენ. ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, მათ შორის კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ახალქალაქის მაცხოვრებლები, რომლებიც პროექტის პოტენციურ ბენეფიციარებად მოიაზრებიან.
„ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ვროკავშირი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნული პროექტით ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალი სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობები ევროპული „ლიდერ“ მიდგომის თანახმად და ეს პროცესი ახალქალაქის მოსახლეობის, კერძო და საჯარო სექტორის უშუალო ჩართულობით წარიმართება.“ – განაცხადა ალვარო ორტეგა აპარისიომ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ, გარემოსა და სოფლის განვითარების პროგრამის მენეჯერმა.
GRDD-ს ხელმძღვანელის ნანა ქაშაკაშვილის განცხადებით, პროექტით განხორციელების პერიოდში GIPA ახალქალაქის მოსახლეობას უკეთესი მომავლის შექმნაში დაეხმარება. „ახალქალაქი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მუნიციპალიტეტია. შესაბამისად, ველით, რომ ჩვენი საქმიანობა იქნება ნაყოფიერი. პროექტი დაეხმარება ადგილობრივებს, წვლილი შეიტანონ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განვითარებაში”.