ახალქალაქში GIPA საინფორმაციო შეხვედრებს მართავს
2017-09-27შეხვედრები ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის „სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში“ ფარგლებში ადგილობრივი ქალბატონებისა და ახალგაზრდების ჩართულობით ხორციელდება. საინფორმაციო კამპანია მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და წლის განმავლობაში გაგრძელდება.
შეხვედრების მიზანია ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ქალებსა და ახალგაზრდებს, ინფორმაცია მიაწოდოს ახალქალაქში მიმდინარე ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტის შესახებ და უზრუნველყოს მათი პროექტში აქტიური თანამონაწილეობა.
შეხვედრებზე ვრცელდება სიანფორმაციო მასალა LEADER მიდგომის ევროპული მოდელის შესახებ. პროექტის საერთაშორისო პარტნიორი, დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა (WCDP) კი ადგილობრივებს ირლანდიის 25 წლიან გამოცდილებას უზიარებს. უახლოეს მომავალში, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალგაზრდული ჯგუფებისა და ქალებისათვის საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება.