ახალქალაქის LAG-ის წევრების შეხვედრა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

2018-04-20
მიმდინარე წლის, 18-20 აპრილს, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ახალქალაქში იმყოფებოდნენ. ვიზიტი განხორციელდა “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” პროექტის თანაორგანიზებით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებთან, სადაც განიხილეს ჯგუფის სამომავლო გეგმები და მიმდინარე, აქტივობები. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან მათ შორის კარტოფილისა და რძის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან, კალმახის, თაფლის და ყველის მწარმოებელ საწარმოების წარმომადგენლებთან.

“შეხვედრის დროს განვიხილეთ, LAG-ის სამომავლო გეგმები, სტუმრებს გავაცანით ადგილობრივი განვითარების სტრატეგია და საგრანტო კონკურსის მიმდინარეობის პროცესი”-განაცხადა აპეტნაკ ზანდარიანმა, LAG-ის ვიცე-თავმჯდომარემ.

“პროექტი- UN FAO დახმარება საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორს ევროკავშირის ENPARD III-ის ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ფერმერული საზოგადოებას დახმარებას ემსახურება. ჩვენი მისიის მიზანია სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის პოტენციალის შეფასება და მომავალში ამ პოტენციალის ხელშეწყობა”.

პროექტს “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი (GRDD/GIPA). პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.