ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სასწავლო ვიზიტი ირლანდიაში

2017-11-30
2017 წლის 18-26 ნოემბერს, GIPA-ს და ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრები სასწავლო ვიზიტით ირლანდიაში, კერძოდ, დასავლეთ კორკის რეგიონში იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანი იყო LEADER-ის გამოცდილების გაზიარება, არსებული გამოწვევების განხილვა, LAG-ების სტრუქტურის, მუშაობის პრინციპების გაცნობა და დამატებითი ფონდების მოძიება პრაქტიკის გაცნობა. აღსანიშნავია, რომ ირლანდიას ამ მიმართულებით 25-წლიანი გამოცდილება აქვს.

ვიზიტის ფარგლებში, LAG-ის წევრებს საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ LEADER-ის პროექტის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული პროექტები, მათ შორის, საზოგადოებრივი ცენტრები, ტურისტული სანახაობები, რძის პროდუქტების და ღორის ხორცის მწარმოებელი კოოპერატივები. მონაწილეები გაეცნენ დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობის (WCDP) მიერ განხორციელებულ სოციალურ, სათემო და რეკრეაციულ პროექტებს.

ახალქალაქის LAG-ის წევრები შეხვდნენ ირლანდიის პარლამენტის წევრებს, განიხილეს სოფლის განვითარების სხვადასხვა პროექტების და LEADER მიდგომის მნიშვენლობა 1990 წლებიდან. ადგილობრივ სპეციფიკაზე დაფუძნებული განვითარება და მულტი-სექტორული აქტივობების მნიშვნელობაზე იმსჯელეს მონაწილეებმა ევროკომისიის წარმომადგენელთან ირლანდიაში.

“ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენც გავეცანით ინოვაციებს, რაც 25 წლის განმავლობაში ინერგებოდა დასავლეთ კორკში. შთამბეჭდავია საზოგადოებრივ საწყისებზე საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა და მათი წვლილი რეგიონის განვითარებაში”- აცხადებს ნანა ქაშაკაშვილი, GIPA-ს სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

“ მოვინახულეთ საინტერესო პროექტები, რომელთაც LEADER-ის პროექტი უჭერს მხარს. მათ შორის, მიზენის ვიზიტორთა და კოუტრმაშერის საზოგადოებრივი ცენტრები, რომელიც ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა ქალაქ კლონაკილტის მერთან, რომელმაც ქალაქის განვითარების გეგმა გაგვაცნო და საინტერესო გამოცდილება გაგვიზიარა,” - აღნიშნავს ახალქალაქის LAG-ის  ხელმძღვანელი მახარე მაცუკატოვი.

სასწავლო ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD-ის პროექტის “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ორგანიზაცია Mercy Corps-თან, ELVA საზოგადოებრივი ჩართულობასთან და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობასთან ერთად.