გლობალური ბიზნესს ფორუმი

2017-09-15
მიმდინარე წლის, 15-16 სექტემბერს, სასტუმრო ბილტმორში, გლობალური ბიზნესს ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობას იღებდა 200-მდე კერძო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენელი.

ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ონლაინ პორტალი Jnews.ge-ის ჟურნალისტი მონაწილეობას იღებდნენ ახალქალაქის მუნიციპლაიტეტიდან. აღნიშნულ, ფორუმზე მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო გამოცდილების გაზიარების და საინტერესო კონტაქტების დამყარების მიზნით, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე.

პროექტი “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ხორციელდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA),მერსი ქორფსთან, ELVA საზოგადოებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობასთან ერთად.