ახალქალაქის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა გრძელდება

2017-10-16
ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები მუშაობენ ადგილობრივი სტრატეგიის განვითარებაზე. წევრები დაყოფილები არიან სექტორულ-თემატური ჯგუფების მიხედვით და ვორქშოპების, ინტენსიური შეხვედრების, ინფორმაციის გაცვლის გზით ხდება სტრატეგიაზე მუშაობა. ჯგუფის წევრები სასწავლო ვიზიტით მიემგზავრებიან ირლანდიაში, დასავლეთ კორკში, სადაც გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეხვედრები გაიმართება ადგილობრივ განვითარების ჯგუფებთან. ირლანდიაში LEADER პროგრამა ხორციელდება 1992 წლიდან. მიღებული გამოცდილება LAG-ის წევრებს დაეხმარება ახალი იდეების ჩამოყალიბებასა და საკუთარ მუნიციპალიტეტში დანერგვაში.