მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ გამოცხადებული პირველი საგრანტო კონკურსისთვის სრული განაცხადების მიღება დასრულებულია.
გისურვებთწარმატებებს!!!
პროექტის შესახებ
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის  განვითარების დეპარტამენტი (GIPA/GRDD) ახორციელებს პროექტს “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში”. პროექტის პარტნიორები არიან Mercy Corps, ELVA – საზოგადოებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, და მისი მიზანია ქვემოდან- ზემოთ მიმართული, ინკლუზიური გადაწყვეტილებების დანერგვა, რომელიც ახალქალაქის თემებისა და ადგილობრივი ჯგუფების სრულ ჩართულობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობაზე.

პროექტის ხანგრიძლივობაა: 44 თვე (ნოემბერი/ 2016 – ივლისი/ 2020)
კონტაქტი
მისამართი: გუსან ჰავასის #7, 0700, ახალქალაქი, საქართველო
სამუშაო საათები: ორშ-პარას. 09:00 - 18:00
ელ.ფოსტა: info@akhalkalakilag.ge



საკონტაქტო პირები
სერგეი ხაჩატრიან – LEADER კოორდინატორი
ტელ.: +995 599199746

სერგეი შახბეკიან – პროგრამის ოფიცერი
ტელ.: +995 599193662

ანუშ გილოიან – ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) თავმჯდომარე
ტელ.: +995 592909165

პარტნიორები

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი 1994 წელს შეიქმნა. ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი USDA-ს მიერ დაფინანსებული პროგრამის მემკვიდრეა, რომელიც 2003 წლის ივნისში დაიწყო, და რომელსაც GIPA 2005 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს.

დეპარტამენტის მიზანია, სოფლის განვითარების და საქართველოს სოფლის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რეგიონებში თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა, განათლების დონის ამაღლება, არსებული შესაძლებლობების გაზრდა, ინსტიტუციური განვითარება, კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის მდგრადი სოციო-ეკონომიკური პირობების შექმნა, სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის სწორი მმართველობისა და პოლიტიკის შემუშავება.

დეპარტამენტის საქმიანობა მოიცავს შემდეგ სფეროებს: სოფლის მეურნეობა, ვეტერინარია, ცხოველთა ჯანმრთელობა, სურსათის უვნებლობა, სოფლის მეურნეობის სტატისტიკა, აგრობიზნესი, პროფესიული განათლება და სოფლის ეკონომიკური მდგომარეობა.
"მერსი ქორპსი" წარმოადგენს საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 1979 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ მერსი ქორპსმა დახმარების ხელი გაუწოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს გადარჩენისა და შემდგომი განვითარების მიზნით. ეს არის ჩვენი მიდგომის არსი: ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს კრიზისის შესაძლებლობად გადაქცევაში.

ჩვენი მისია: გაჭირვების, სიღარიბის და ჩაგვრის შემცირება ადამიანებისთვის უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობაში დახმარების გზით. 2000 წლიდან "მერსი ქორპსი” მუშაობს საქართველოში. ქვეყანაში მოღვაწეობის მიზანს ორგანიზაციისთვის წარმოადგენს სტაბილური და დაცული თემების შექმნა რეგიონებში, რომლებზეც განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს სიღარიბე და კონფლიქტები.

"მერსი ქორპსი" ეხმარება ქართველ ფერმერებს ყველა ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით კომპლექსური მიდგომის გამოყენებაში ნაცვლად მათი აღქმისა ცალკე მდგომ და ერთმანეთთან დაუკავშირებელ პრობლემებად. მოსახლეობას და ფერმერებს აწვდის მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო ინფორმაციას, ატარებს ტრენინგებს და, ასევე, დახმარებას უწევს კავშირის დამყარებაში ბაზრებთან და მყიდველებთან.
West Cork Development Partnership (WCDP) აერთიანებს ირლანდიის სოფლების 36 ადგილობრივ კომპანიას, რომლებმაც LEADER მიდგომის დანერგვა 90-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო. კომპანიამ მხარი დაუჭირა სხვადასხვა ინიციატივას და მომსახურებას დასავლეთის კორკის რეგიონის განვითარებისთვის.

WCDP-ის მუშაობის მთავარი მიზანი იყო, მოსახლეობისთვის ეჩვენებინა იმ პროექტებისა და ინიციატივების, ასევე გარემოს დაცვისა და კულტურული აქტივობების მნიშვნელობა და ღირებულება, რომლებიც მხარს დაუჭერდა ადგილობრივი თემებისა და საწარმოების განვითარებას.

LEADER პრინციპების დანერგვას თან ახლდა კონსულტაციები მთელი რეგიონის მაშტაბით, რაც განხორციელდა სხვადასხვა მედია და საზოგადოებრივი ღონისძიებების საშუალებით. კონსულტაციების შედეგად, გამოვლინდა პრიორიტეტული ქმედებები, ინოვაციური გეგმები და იდეები, სტრატეგიები და მოსაზრებები, რაც საბოლოოდ აისახა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში.
ელვა საზოგადოებრივი ჩართულობა - საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას სოციალური სარგებლისთვის. ელვას გუნდი ქმნის ვებ და მობილურ პლატფორმებს მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველოში ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ახალგაზრდების გაძლიერება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს განვითარების ხელშეწყობით. ამ კუთხით, ორგანიზაციას უკვე განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი.